სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის !-ბ კლასი იმყოფება ბატონი ჟიულის კაბინეტში,ამიტომ დაიგეგმა გმირის გარდაცვალების დღის აღსანიშნავად, 27ოქტომბერს შემდეგი ღონისძიებები:
1.მოსწავლეების მიერ გმირის ძეგლის შემკობა ყვავილებით.
2.ექსკურსია გმირის სახელობის მუზეუმში.
3.მუზეუმში ლიტერატურული დილის მოწყობა-პირველკლასელები წაიკითხავენ ლექსებს.
4.მოსწავლეების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენის მოწყობა და ამ ნახატების მუზეუმისათვის გადაცემა.
ძეგლთან გასვლისას ბავშვებს ვესაუბრე გმირის ბავშვობაზე ,როგორც უახლოესი ახლობელი, გავიხსენე ბავშვობის დღეები გატარებული ერთ ეზოში. თუ როგორი მოსწავლე იყო, როგორ განვითარდა მისი ცხოვრების შემდეგი პერიოდი. შემდეგ გავემართეთ მშობლებთან ერთად მუზეუმისაკენ. მუზეუმის თანამშრომლებმა გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს ბავშვებს, დაათვალიერებინეს მუზეუმი . ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები მიძღვნილი გმირისადმი. შემდეგ მოაწყვეს თავიანთი ნახატების გამოფენა და ეს ნახატები საჩუქრად გადასცეს მუზეუმს .
მონაწილეთა ასაკი:6-7 წელი
პროექტის შესაძლო აქტივობები: ციფრული აპარატი, ვიდეოკამერა.
მოსალოდნელი შედებები:მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაცია იმ გმირის შესახებ ვისი სახელობის კლასშიაც სწავლობენ.
საგნებთან კავშირი: ქართული ენა,ბუნებისმცოდნეობა, ისტორია.
პროოექტის ვებ-გვერდი/ბლოგი.
воскресенье, 22 ноября 2009 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)